GVC STUDIO

Aversi Laboratory-ის სარეკლამო ვიდეორგოლის კონცეფცია

პროექტის მიზანი: ბრენდის ტექნოლოგიური ლიდერობისა და საექსპერტო უპირატესობის წარმოჩენა, პაციენტთან მყარი ემოციური კავშირის დამყარებით. ვიდეომ უნდა წარმოაჩინოს ლაბორატორია, როგორც უმაღლესი სიზუსტის მქონე სამედიცინო ინფრასტრუქტურა — ურყევი საყრდენი, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობისა და მისი მომავლის მართვის საფუძველში დგას.

ძირითადი ამოცანა: ტექნოლოგიური სიზუსტისა და სისწრაფის გარდაქმნა პაციენტის სიმშვიდედ. Aversi Laboratory-ის პოზიციონირება, როგორც მშვიდი მომავლის გარანტი.

კადრი 1
შუაღამე. დედა შვილს საბანს აფარებს.
!
ხმა: ცხოვრებაში ბევრი კითხვა გვაქვს. მაგრამ არის კითხვები, რომლებზეც პასუხის ლოდინი ყველაზე რთულია.
კადრი 2
ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკის დერეფანში.
კადრი 3
ხანდაზმული ქალი ფანჯარასთან
კადრი 4
ორსული ქალი მუცელზე ხელს ისვამს
!
ხმა: როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, ჩვენ უბრალოდ პასუხს არ ველით. ჩვენ გვჭირდება პასუხი, რომელსაც ვენდობით.
კადრი 5
სინჯი იგზავნება
კადრი 6
საქართველოს რუკაზე ინთება 32 ფილიალი. ყველა სხივი ერთ ცენტრში იყრის თავს.
!
ხმა: დღეს ავერსის კლინიკის 32 ფილიალი საქართველოს მასშტაბით ერთ ძლიერ სისტემაში ერთიანდება.
კადრი 7
ლაბორატორია, სინჯები ავტომატურ ხაზზე მოძრაობს. მუშაობენ სპეციალისტები.
!
ხმა: ახალი ცენტრალიზებული ლაბორატორია კვლევებს თანამედროვე ტექნოლოგიით ამუშავებს, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კონტროლსა და სიზუსტეს.
კადრი 8
პირველი გმირი იღებს შეტყობინებას. ღრმად ამოისუნთქავს. შვილს ხელს ჰკიდებს და აგრძელებს გზას.
!
ხმა: რადგან ყველაზე ძვირფასი, რასაც ზუსტი პასუხი გვაძლევს, სიმშვიდეა.
კადრი 9
ლოგო. რუკა. 32 ნათება.
ტიტრი: 32 ფილიალი. ერთი ძლიერი ლაბორატორია. სიზუსტე, რომელსაც სიმშვიდეს გაძლევს
!
ვიდეორგოლის კონცეფციაში ასახულია Aversi-ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, წარმოდგენილია სამიზნე აუდიტორიის სხვადასხვა წარმომადგენელი, შექმნილია ემოციური კავშირი ადამიანებსა და მაღალ ტექნოლოგიებს შორის, ასევე ნაჩვენებია ადამიანური საექსპერტო ფაქტორი Aversi-ის სპეციალისტების სახით.

ნაჩვენებია, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიას ადამიანს სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის განცდა მიანიჭოს.

კადრები ისეა აგებული, რომ სოციალური ქსელების თანამედროვე ალგორითმები ვიდეოს ყურადღებას მიაქცევს, რეკომენდაციებში მოაქცევს, რაც ნახვების ორგანულ ზრდას უზრუნველყოფს.
Made on
Tilda