GVC STUDIO

Aversi Laboratory-ის სარეკლამო ვიდეორგოლის კონცეფცია

პროექტის მიზანი: ბრენდის ტექნოლოგიური ლიდერობისა და საექსპერტო უპირატესობის წარმოჩენა, პაციენტთან მყარი ემოციური კავშირის დამყარებით. ვიდეომ უნდა წარმოაჩინოს ლაბორატორია, როგორც უმაღლესი სიზუსტის მქონე სამედიცინო ინფრასტრუქტურა — ურყევი საყრდენი, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობისა და მისი მომავლის მართვის საფუძველში დგას.

ძირითადი ამოცანა: ტექნოლოგიური სიზუსტისა და სისწრაფის გარდაქმნა პაციენტის სიმშვიდედ. Aversi Laboratory-ის პოზიციონირება, როგორც მშვიდი მომავლის გარანტი.

კადრი 1
0–10 წმ ვიდეო: სრული სიბნელე. ისმის ადამიანის ჩასუნთქვა. ნელა ჩნდება თიხა. ხელები თიხას იღებენ. აწყობენ ჩარხზე. ჩარხი იწყებს ბრუნვას.
!
ხმა: ამბობენ, ღმერთმა ადამიანი თიხისგან შექმნა... და სული შთაბერა.
კადრი 2
10–25 წმ ვიდეო: ხელები თიხას ფორმას აძლევს. თიხა ზოგჯერ იშლება, ისევ ერთიანდება. მოძრაობა მედიტაციურია. არტ-თერაპიის განცდა.
!
ხმა: მას შემდეგ ეპოქები შეიცვალა. შეიცვალა სამყარო. მაგრამ უცვლელი დარჩა ერთი სურვილი - შევინარჩუნოთ ის, რაც ყველაზე მეტ სიმშვიდეს გვაძლევს: ადამიანის ჯანმრთელობა.
კადრი 3
25–42 წმ ვიდეო: ჩარხის წრიული მოძრაობა შეუმჩნევლად გადაიზრდება რობოტიზებული დიაგნოსტიკური სისტემის რგოლში, ეკრანებზე მონაცემების ნაკადში, ტექნოლოგიის დეტალებში. არ ჩანს პაციენტები არც ექიმების სახეები.
!
ხმა: ადამიანმა ცოდნა გამოცდილებად აქცია. გამოცდილება - ტექნოლოგიად. ტექნოლოგია კი შექმნა იმისთვის, რომ გაურკვევლობა შეემცირებინა... და სიმშვიდისთვის მეტი ადგილი დაეტოვებინა.
კადრი 4
42–50 წმ ვიდეო: კვლავ თიხა. ხელები მას უკვე ადამიანის გულის ფორმას აძლევს. შემდეგ ეს ფორმა მშვიდად გადადის სრულყოფილ სკულპტურად. ხელები ჩერდება. სიჩუმე.
!
ხმა: სიმშვიდეს გვაძლევს რწმენა, რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა სიზუსტესა და პასუხისმგებლობას ეყრდნობა.
კადრი 5
50–55 წმ ვიდეო: დასრულებული თიხის ნამუშევარი გული
კადრი 6
56–60 წმ ვიდეო: გულის ფონზე ნელა ჩნდება ავერსის კლინიკის ლოგო ასევე გული ჩარხი ჩერდება. სიჩუმის შემდეგ - ერთი ღრმა ჩასუნთქვა.
!
ხმა: ავერსის კლინიკა. იქ, სადაც თანამედროვე ტექნოლოგია ადამიანის სიმშვიდეს ემსახურება ეპოქები იცვლება, სიმშვიდის მნიშვნელობა - არასოდეს.
კადრი 7
!
ვიდეორგოლის კონცეფციაში ასახულია Aversi-ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, შექმნილია ემოციური კავშირი ადამიანებსა და მაღალ ტექნოლოგიებს შორის.

გამოყენებულია Aversi-ის სიმბოლო - გული.

ნაჩვენებია, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიას ადამიანს სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის განცდა მიანიჭოს.

კადრები ისეა აგებული, რომ სოციალური ქსელების თანამედროვე ალგორითმები ვიდეოს ყურადღებას მიაქცევს, რეკომენდაციებში მოაქცევს, რაც ნახვების ორგანულ ზრდას უზრუნველყოფს.
Made on
Tilda